ფრონტზე მიღებული ჭრილობებისგან უკრაინელი მსახიობი ვასილი კუხარსკი გარდაიცვალა

თეატრისა და კინოს მსახიობი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ვასილი კუხარსკი გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ვასილი კუხარსკი აღარ არის. პანაშვიდის დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ”. – წერია პოდოლის თეატრის ოფიციალურ გვერდზე.
მსახიობი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ომის დაწყებიდან მალე შეუერთდა სექტემბერში მძიმედ დაიჭრა. მისი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის რამდენჯერმე თანხა შეგროვდა. 2 დეკემბერს კუხარსკის 42 წელი შეუსრულდა.
კუხარსკის ათობით როლი აქვს შესრულებული კინოში და კიევში მდებარე პოდოლის თეატრის სცენაზე. განსაკუთრებული პოპულარობა და ცნობადობა 2022 წელს უკრაინული კომიქსის, მაქსიმ ოსას ეკრანიზაციაში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”