ფრიდონ ინჯია: როდესაც რამე მისაღები და საჭიროა ჩემი ქვეყნისთვის, მავიწყდება ჩემი ოპოზიციონერობა

იმ შემოტევებიდან გამომდინარე, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს, ნამდვილად დროულია საკანონმდებლო ცვლილებები. მე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ, როდესაც ჩემი ქვეყნისთვის რამე მისაღები და საჭიროა, მაშინ მავიწყდება ჩემი ოპოზიციონერობა – მე მხარს დავუჭერ ამ ცვლილებებს , – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამართულ საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ოზურგეთში განაცხადა.

ინჯიას თქმით, კანონპროექტში „ოჯახური ღირებულებები” შესაძლებელია შეიცვალოს ტერმინით „ქართული ღირებულებები”.

„მე შევცვლიდი და „ოჯახური ღირებულებების” ნაცვლად ჩავწერდი – „ქართულ ღირებულებებს”. ქართულ ღირებულებებში შედის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, სარწმუნოება, ენა და მათ შორის ოჯახიც. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგანი „ქართული ღირებულებები”, – განაცხადა ინჯიამ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ