ფრიდი: პუტინი აგრძელებს ძალაუფლების გამოყენებას ჩაგვრით, ნავალნის სისხლი მის ხელებზეა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს “სისხლი პუტინის ხელებზეა”. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში ჩართვისას ისაუბრა.
ფრიდის თქმით, პუტინი აგრძელებს თავისი ძალაუფლების გამოყენებას ჩაგვრის მეშვეობით, რაც ქართველებისთვის არაა გასაკვირი. ის ამბობს, რომ პუტინი “ფაშისტია, რომელსაც სწამს ძალადობის და ამ ძალადობას იყენებს როგორც სახლში, ასევე მის ფარგლებს გარეთ”.
აგრძელებს თავისი ძალაუფლების გამოყენებას ჩაგვრის მეშვეობით და როდესაც სჭირდება, მკვლელობით. ეს არ გახლავთ ახალი, ქართველებმა ეს კარგად იციან. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ პუტინი გახლავთ ისეთი ლიდერი, რომელიც ჩვენი აზრით უნდა დარჩენილიყო მეოცე საუკუნეში. ის გახლავთ ფაშისტი, რომელსაც სწამს ძალადობის და თავის ძალაუფლებას იყენებს როგორც სახლში, ასევე საზღვრებს გარეთ და ამერიკელებს არ სჭირდებათ, რომ ქართველებს ეს შეახსენონ.
მე დეტალებს არ ვიცნობ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ, მაგრამ მოკლული იყოს ის, თუ ცუდი მოპყრობის გამო გარდაიცვალა, მისი სისხლი არის პუტინის ხელებზე. […] პუტინს ეშინია, რომ ს საზოგადოება შეიძლება არ იყოს პასიური, დაშინებული და მიიღოს პუტინი ისე, როგორც ის ამას იმსახურებს. ეს გახლავთ, რაც მოხდა, პუტინის შიში და არა სხვა რაიმე შეგრძნება მისი მხრიდან”, – ამბობს ფრიდი.