გალანთი: რაფაში ოპერაცია ტყვეების გამოშვებამდე ან ჰამასის განადგურებამდე გაგრძელდება

ს თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანთმა ღაზის სექტორის საზღვართან ჯარისკაცებთან საუბრისას პირობა დადო, რომ რაფაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის განადგურებამდე ან ჰამასის მიერ მძევლების გამოშვებამდე გაგრძელდება.
“გუშინ მე ისრაელის თავდაცვის ძალებს რაფის ტერიტორიაზე შესვლა, გამშვები პუნქტის აღება და სამხედრო მისიების შესრულება ვუბრძანე. ეს ოპერაცია გაგრძელდება, სანამ მთელ ღაზის სექტორში ჰამასს არ განადგურდება ან სანამ პირველი ტყვეები დაბრუნდებიან”. – თქვა გალანთმა.
გალანთის თქმით, ისრაელის მხარე ჰამასის მიერ მძევლების გასათავისუფლებლად კომპრომისებზე წასასვლელად არის მზად, მაგრამ თუკი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, ისრაელი ოპერაციას გააღრმავებს.
“ჰამასს მხოლოდ ძალა ესმის, ამიტომ ჩვენს ქმედებებს გავაძლიერებთ, და სამხედრო წნეხის შედეგი ჰამასის [ტერორისტული] ორგანიზაციის განადგურება იქნება”. – ამბობს გალანთი.