ფოტოები: როგორ აღნიშნა ვიქტორია ბექჰემმა 50 წლის იუბილე – Marao

ვიქტორია ბეკჰემი 50 წლის გახდა და გრანდიოზული წვეულება მოაწყო. მას არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის, ტომ კრუზი, როზი ჰანტინგტონ-უიტლი, ჯეისონ სტეტჰემი, რა თქმა უნდა, ვიქტორიას შვილები და ქმარი – დევიდ ბეკჰემი.
წვე­უ­ლე­ბა ექ­სკლუ­ზი­ურ კერ­ძო კლუბ Oswald’s-ში, ბექ­ჰე­მე­ბის ლონ­დო­ნის სახ­ლი­დან არ­ცთუ ისე შორს გა­ი­მარ­თა. მე­ნიუ სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­ულ­მა შეფმ­ზა­რე­ულ­მა შე­ად­გი­ნა და სა­უ­კე­თე­სო კერ­ძებ­თან ერ­თად, სტუმ­რებს შეს­თა­ვა­ზეს ვიქ­ტო­რი­ას საყ­ვა­რე­ლი ღვი­ნო, Chateau Mouton Rothschild, თითო ბოთ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 3700 დო­ლა­რი ღირს და შე­და­რე­ბით “მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი“ შამ­პა­ნუ­რი – თითო ბოთ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 639 დო­ლა­რია.
ვიქ­ტო­რია, რო­მელ­საც თე­ბერ­ვალ­ში მი­ღე­ბუ­ლი ფე­ხის ტრავ­მა ჯერ­ჯე­რო­ბით ბო­ლომ­დე არ მორ­ჩე­ნია, რეს­ტო­რან­ში ყა­ვარ­ჯნე­ბით მი­ვი­და, მაგ­რამ უკან ყა­ვარ­ჯნე­ბით არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, მსოფ­ლიო მე­დია აჭ­რე­ლე­ბუ­ლია ფო­ტო­ე­ბით, სა­დაც ჩანს, რომ ბექ­ჰემს საყ­ვა­რე­ლი ცოლი ზურ­გზე ჰყავს შეს­მუ­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ