ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფოტოები: ორსული ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში პირველ კადრებს აქვეყნებს - Marao

ფოტოები: ორსული ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში პირველ კადრებს აქვეყნებს - Marao
ქეთა თოფურია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოში არ ცხოვრობს, ქართველი აუდიტორიისთვის მაინც საინტერესო პერსონაა. მისი ცხოვრება, კარიერა თუ სხვა დეტალები ყოველთვის იმსახურებს დიდ გამოხმაურებას. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფრომაცია, რომ მომღერალი მესამე შვილს ელოდება, რაც მისი ოჯახის ახლობელმა დაადასტურა და თქვა, რომ ქეთა და ლევი მშობლები გაზაფხულზე გახდებიან. ამჯერად კი ქეთი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ის მართლაც ელოდება მესამე შვილს.
ქეთა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ჯგუფ „ა-სტუდიოს“ ვოკალისტია. მისი მამა, ანდრო თოფურია, იყო "კანონიერი ქურდი", ხოლო დედა – ნატალია თოფურია — ინჟინერ–ქიმიკოსია. ქეთას მუსიკასთან ბავშვობიდანვე ჰქონდა ურთიერთობა. 1998 წელს დაამთავრა გოგი სუდრაძის სახელობის თბილისის მუსიკალური სკოლა, ხოლო 2003 წელს — მუსიკალური სასწავლებელი ვოკალის მასწავლებლის სპეციალობით. 2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ შეწყვიტა სწავლა მას შემდეგ, რაც მიიღო მოწვევა ჯგუფ "ა-სტუდიოსაგან" იმის თაობაზე, რომ შეეცვალა ჯგუფის იმჟამინდელი ვოკალისტი პოლინა გრიფიტსი. მოწვევაზე დათანხმების შემდეგ ის საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2005 წელს ის წარადგინეს "ა-სტუდიოს" ახალ ვოკალისტად, რითაც ამჟამადაცაა დაკავებული.
ქეთა თოფურიას გარეგნობა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ის არ მალავს, რომ პლასტიკური ქირურგისთვის არაერთხელ მიუმართავს და თვლის, რომ თუ ადამიანს ესა თუ ის ცვლილება თავს უკეთესად აგრძნობინებს, უარი არ უნდა თქვას. მან აღნიშნა ისიც, რომ ბავშვობაში მიღებული ტრავმის გამო რინოპლასტიკას მიმართა.
"ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი მო­ვი­და სახ­ლში, ჩვენ­თან და ხუმ­რო­ბით ცხვირ­ში შო­კო­ლა­დი "ტვიქ­სი" მეს­რო­ლა. მა­შინ ნამ­დვი­ლად ვიგ­რძე­ნი ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ თვა­ლე­ბი­დან ნა­პერ­წკლე­ბი გამ­ცვივ­და. ცხვი­რი შე­მი­შუპ­და და კეხი გა­ი­ზარ­და. მე­გო­ნა, გა­მივ­ლი­და, მაგ­რამ არა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა, ერთი ნეს­ტო­თი სა­ერ­თოდ ვერ ვსუნ­თქავ­დი. ქი­რურგთან მი­ვე­დი, რო­მელ­მაც ძგი­დის ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­კუ­თარ თავს ტე­ლე­ვი­ზორ­ში რომ შევ­ხე­დე, ცხვი­რის წვე­რი დაბ­ლა მი­ვარ­დე­ბო­და. დე­დამ მკი­თხა: "ცხვი­რი მიკრო­ფონ­ზე გაქვს და­დე­ბუ­ლი? მივ­ხვდი, რომ რა­ღაც რიგ­ზე არ იყო...
ერთხელ გა­ვი­კე­თე რი­ნოპ­ლას­ტი­კა. ამან მხო­ლოდ უკე­თე­სო­ბის­კენ შემ­ცვა­ლა. პრინ­ციპ­ში, არას­დროს და­მი­მა­ლავს და არც ახლა ვმა­ლავ. მაგ­რამ რო­დე­საც პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბი­სას ქა­ლე­ბი ზღვარს გა­და­დი­ან და გა­სა­ბერ თო­ჯი­ნას ჰგვა­ნან, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა.
ჩვენ ვი­პო­ვეთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, არ­ტურ რი­ბა­კი­ნი, რო­მელ­მაც რი­ნოპ­ლას­ტი­კა გა­მი­კე­თა. მი­თხრა, რომ ძგი­დის ოპე­რა­ცია არას­წო­რად იყო გა­კე­თე­ბუ­ლი და თა­ვი­დან გა­მი­კე­თა ძგი­დის და ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია. ახლა ბედ­ნი­ე­რი ვარ“, - აღნიშნა ქეთამ გადაცემა Macarena-ში საუბრისას.

არქივის შესახებპირველწყარო: marao.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.