არქივი25 სექტემბერი, 2024, 12:17
ფოტოები ბესო ხარძიანის ვაჟის ულამაზესი ქორწილიდან

2015 წელს მოკლული ბიზნესმენის ბესო ხარძიანის მოსახელე უმცროსი შვილი დაქორწინდა.

- 31 წლის ბესო ხარძიანის რჩეული 25 წლის მანანიკო ნამორაძეა. მანანიკო ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის ქალიშვილია.

წყვილს სამი წელია, რაც ერთმანეთი უყვართ. მათ შაბათს, 21 სექტემბერს ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს, ქორწილი კი მცხეთაში, მარანი ჰოლში (Marani Hall) გაიმართა.

მანანიკო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და საოჯახო ბიზნესშია ჩართული - დეველოპერული კომპანიის VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერია.


არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.