ფოტიგას თქმით, ევროპარლამენტმა რეზოლუციაში საქართველოს მხარდასაჭერი ორი ცვლილება შეიტანა

ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას განცხადებით, მისი მოთხოვნით, საქართველოს მხარდასაჭერად რეზოლუციაში ორი ცვლილება შეიტანეს, ერთ-ერთი კი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხება.
პუტინის პირადი პატიმარი და მტერია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ის ციხეში დაიღუპოს. და სამხრეთ ოსეთი ს მიერ ოკუპირებულია და ისინი საქართველოს უნდა დაუბრუნდნენ. დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდასაჭერად ჩემი ორი ცვლილება მიიღო”, – წერს ფოტიგა.
დოკუმენტის ტექსტში, რომელსაც ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, მკაცრადაა დაგმობილი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. გარდა ამისა, დოკუმენტში საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერაა გამოთქმული.
რეზოლუციით, ევროპარლამენტარები გმობენ რუსული სამხედრო ბაზის ოჩამჩირეში განთავსებას და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც აღკვეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის მცდელობას.
ამასთან, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, გადადგან ნაბიჯები, რათა რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
რაც შეეხება სააკაშვილს, რეზოლუციის შეტანილი შესწორება ითვალისწინებს მოწოდებას პრეზიდენტ ს მიმართ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება, შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი და ამით ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას შეუწყოს ხელი.