ჯაფარიძე ზურაბიშვილის ინიციატივაზე: ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პრეზიდენტ ს ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიტიურად არის განწყობილი.
“ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი, რომ ლელო შეუერთდეს ამ ქარტიას. პოლიტიკურ საბჭოზე ვიმსჯელებთ ამის თაობაზე, მაგრამ ყველა ის გზავნილი, ყველა ის ვალდებულება, რომელიც პრეზიდენტა განაცხადა, არის აბსოლუტურად საჭირო და მისაღები იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ქვეყანამ რეალურად გახსნას ევროკავშირთან მოლაპარაკებები.
ეს არის ამ ქარტიის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი. რაც მთავარია, ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელსაც პარტიები უნდა შეუერთდნენ და ამით ჩვენ საზოგადოებას მძლავრ სიგნალს გავუგზავნით, რომ პროევროპულ პარტიებს განსხვავების მიუხედავად, შეუძლიათ, შეთანხმდნენ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე”, – თქვა ჯაფარიძემ.