ვაშაძე ზურაბიშვილის ინიციატივაზე: მოვძებნით საერთო ენას, რითაც შევუერთდებით ამ პროცესს

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ მოძებნიან საერთო ენას, რითიც ს ქართულ ქარტიას შეუერთდებიან.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების საერთო განრიგი შედგეს. შინაარსობრივად, ეს რეფორმები არის ის, რაც ჩვენ გვჭირება ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის.
ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელს პარტნიორ პარტიებთან ერთად მომზადებული გვაქვს კონკრეტული კანონები, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მოვძებნით საერთო ენას, რითაც შევუერთდებით ამ საერთო პროცესს.
მე უფრო მეტ ერთობას ვისურვებდი, ამასაც გეტყვით, გარდა რეფორმებისა, კიდევ უფრო დიდი და დიდი ერთობა. იყოს ეს პირველი ნაბიჯი და შემდგომი ნაბიჯებიც მალე ყოფილიყოს”, – თქვა ვაშაძემ.