ფინეთი NATO-ს წევრის სტატუსით, ალიანსის წვრთნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს

ფინეთი, NATO-ს წევრი ქვეყნის სტატუსით, ალიანსის თავდაცვით წვრთნაში მონაწილეობას პირველად მიიღებს. Nordic Response 2024 დღეს დაიწყო და წვრთნები ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაიმართება.
სწავლება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მანევრებს მოიცავს და მასში მონაწილეობას 14 ქვეყნის დაახლოებით 20 000-მდე სამხედრო მიიღებს, მათ შორის, 4 100 ფინელი ჯარისკაცი.
ფინეთის ახლად არჩეულის პრეზიდენტის, ალექსანდრ შტუბის თქმით, პრეზიდენტის რანგში მისი პირველი საგარეო ვიზიტი 7 მარტს, ნორვეგიაში შედგება, სადაც ის წვრთნებს დააკვირდება.
“ორი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ ფინეთის პრეზიდენტი თავისი პირველ სამუშაო ვიზიტით ნატოს წვრთნებზე ინაუგურაციიდან ერთი კვირის შემდეგ ჩავიდოდა, არ დავიჯერებდი”. – თქვა შტუბმა.
წვრთნებში ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების 100-ზე მეტი თვითმფრინავი მონაწილეობს, მათ შორის, მოიერიშე თვითმფრინავები, ტანკერები, სატრანსპორტო და სადაზვერვო თვითმფრინავები, ასევე სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენები.