არქივი17 ივნისი, 2024, 18:54
ფილიპ ლამი: საქართველო კი დემოკრატიისთვისა და ევროკავშირში წევრობისთვის იბრძვის
"მოხარული ვარ, რომ [ევროპის ჩემპიონატს] ორი ახალი გუნდი დაემატა. ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ დაიწყო, საქართველო კი დემოკრატიისთვისა და ევროკავშირში წევრობისთვის იბრძვის. ეს გუნდები გერმანიაში მატჩებს ჩაატარებენ ისე, რომ მათმა თანამემამულეებმა თავი კარგად წარმოჩენილად იგრძნოს. ევროპის ჩემპიონატი მეტია ვიდრე მხოლოდ ტურნირი, ეს იდენტობის გამოკვეთაზეცაა" - ამბობს გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილი კაპიტანი, ფილიპ ლამი The Guardian-ის სტატიაში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.