უნგრეთის ბიზნეს სექტორს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნეს

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოსაჩენად, მიხეილ ხიდურელი ღონისძიებაზე მთავარ მომხსენებლად იყო მიწვეული. სააგენტოს დირექტორმა უნგრეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობასა და პოტენციალს გაუსვა ხაზი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში კატალინ ბიჰარიმ და უნგრეთის ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს (HEPA) აღმასრულებელმა დირექტორმა გაბორ იენეიმ.
დისკუსიას ესწრებოდნენ იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომელთაც უნგრეთის ფარგლებს გარეთ სურთ ინვესტირება და აინტერესებთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, ასევე ბიზნეს გარემოს გაცნობა. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები უნგრული კომპანიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ღონისძიება უნგრეთში საქართველოს საელჩოსა და კომპანია “დენტონს ბუდაპეშტის” თანამშრომლობით გაიმართა.