„არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან და არ იციან“- პრეზიდენტი ოკუპანტებზე

პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებას ეხმაურება.
,,ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის….
და ამ ყველაფრის მიუხედავად ვიღაცებს მეგობრები და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ!”,- წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი