უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, ჩამოგდებულია რუსეთის კიდევ ორი Su-34

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ს კიდევ ორი Su-34 ჩამოაგდეს ავდეევკისა და მარიუპოლის მიმართულებებზე. რუსეთს ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ოლეშჩუკი ხუთშაბათს კიდევ ერთი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე იტყობინებოდა.
ამგვარად, უკრაინის სამხედროების თანახმად, უკანასკნელ სამ დღეში რუსეთის ხუთი თვითმფრინავია ჩამოგდებული.
ადრე გამოცემა Forbes-ი წერდა იმის შესახებ, თუ რატომ გაიზარდა უკანასკნელ ხანებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავების რაოდენობა. გამოცემის თანახმად, ორ კვირაში 10 რუსული თვითმფრინავის (Su-35, Su-34, А-50) ჩამოგდებას შესაძლოა, ხელი შეუწყო უკრაინის საჰაერო ძალების მიერ ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, Patriot-ის, გამშვები დანადგარების გადაცემამ საჰაერო თავდაცვის მობილური ჯგუფებისთვის, რომლებსაც ფრონტის ხაზის მახლობლად სწრაფად გადაადგილება და კონტრდარტყმების თავიდან აცილება შეუძლიათ.
ამერიკული გამოცემის თანახმად, სავარაუდოა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ფრონტის ხაზის მახლობლად განათავსეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, NASAMS-ის ნაწილიც. როგორც Forbes-ი წერს, ასეთ შემთხვევაში ს შესაძლოა, მალე ამოეწუროს ამ კომპლექსების რაკეტები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებისგან 2023 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ მიუღია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …