“უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა” – ლავროვი

ს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა, რადგან ის მიუღებელ ცნობას ეფუძნება. მაგალითად, როგორიცაა “მოსკოვის გაყვანა დაპყრობილი ტერიტორიებიდან.”
“ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა ზელენსკის ამ ფორმულების საფუძველზე. როგორ შეიძლება სერიოზულმა პოლიტიკოსმა ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში, პარიზში ან ბერლინში განაცხადოს, რომ ზელენსკის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს. და ამ ფორმულის არსი ის არის, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს , დონბასი, ნოვოროსია. რუსეთმა უნდა გადაიხადოს კონტრიბუცია. ხელმძღვანელობა უნდა მივიდეს ჰააგაში და ჩაბარდეს ტრიბუნალს, რუსეთი ნებაყოფლობით დათანხმდეს თავისი შეიარაღების შეზღუდვას, ყოველ შემთხვევაში ევროპის მოსაზღვრე რეგიონებში. აი, ამას ხალხი სერიოზულად ამბობს, ღიმილის გარეშე, რომ ეს ერთადერთი ფორმულაა,” – ამბობს ლავროვი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი უარყოფს მოსკოვთან მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმას, გარდა სამშვიდობო გეგმისა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ დაუშვილი – ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს, მაგ ადამიანს აზრი არ მოეკითხება – რაც არ უნდა სცადონ, რომ ამდენი ათასი მოქალაქის პროტესტი მიიყვანონ „ნაცებამდე“, არ გამოვა