უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი – ვაზუსტებთ დეტალებს ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელზეც სამი უკრაინელი ტყვის დახვრეტაა ასახული

ხერსონის ოლქის კრინკის რაიონში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებული ინციდენტის დეტალები დგინდება, – ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
„ამ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალები ჯერ კიდევ დგინდება. რადგან ასეთი ვიდეოდან ძნელია იდენტიფიცირება. ვითარებას ვაზუსტებთ, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ვარკვევთ მას. მსგავსი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა, როცა უიარაღო სამხედრო ტყვეები მტერმა დახვრიტა. მსგავსი შემთხვევები უკვე დაფიქსირებული გვაქვს ფრონტის სხვა სექტორებში და ყველა მათგანი დოკუმენტირებულია და საფუძვლად უდევს შემდგომ სისხლის სამართლებრივ საქმეს“, – განაცხადა გუმენიუკმა.
ცნობისთვის, გუშინ „ტელეგრამზე“ გამოჩნდა ვიდეო, რომელზედაც ასახულია, როგორ ესვრიან რუსი ჯარისკაცები ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ სამხედროებს. ვიდეოს აღწერილობაში ნათქვამია, რომ ეს ხერსონის ოლქის კრინკის დასახლებასთან მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ