უკრაინის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიას მიუსამძიმრა – წერილი

10
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (კიევის საპატრიარქო) საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პატრიარქ -ის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
განცხადება კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ გამოაქვეყნა.
“მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე ცნობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, -ის მარადისობაში გარდასვლის შესახებ – ის იყო სულიერი ლიდერი, რომლის ცხოვრება მიძღვნილი იყო ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებისთვის.
მისი მრავალწლიანი საპატრიარქო მსახურების განმავლობაში იგი რჩებოდა სულიერ ორიენტირად მრავალი მორწმუნისთვის, ძალისხმევას არ იშურებდა რწმენის განმტკიცების, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებისა და საზოგადოების სულიერი აღდგენისათვის სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ.
ჩვენთვის ასევე დასამახსოვრებელია ისიც, რომ მან მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისადმი რომელიც რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიან შეჭრას განიცდის.
პატრიარქ ილია II-ის პიროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მისი მსახურება შთააგონებდა მრავალ ადამიანს, ეხმარებოდა მათ განსაცდელების გადალახვასა და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ დროსაც კი, განსაკუთრებით, რუს დამპყრობელთა მიერ წამოწყებული ომების პერიოდში.
გულითადად ვუსამძიმრებ ეპისკოპატს, სამღვდელოებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც თავიანთი წინამძღვარი დაკარგეს, ასევე ქართველ ერს, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამა იყო.
ვლოცულობთ, რათა ჩვენმა ზეციურმა მამამ თავისი მსახური ზეციურ სამყოფელში მიიღოს.
დაე, ნათელში ამყოფოს უფალმა ახლად გარდაცვლილ კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის სული თავის სამეფოში, ხოლო ყველას, ვინც მის დანაკარგს გლოვობს, ნუგეში, მშვიდობა და სულიერი ძალა მიანიჭოს. მისი მარადიული და ნათელი ხსოვნა იყოს!” – წერს მიტროპოლიტი ეპიფანე.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან