ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის დაზვერვა: განადგურებულია $16 მილიონის ღირებულების დრონების ნაწილების საწყობი

უკრაინის დაზვერვა: განადგურებულია $16 მილიონის ღირებულების დრონების ნაწილების საწყობი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, რუსეთში განადგურებულია შაჰედის ტიპის დრონების სათადარიგო ნაწილების საწყობი.

რუსეთის შემადგენლობაში მყოფი თათრეთის რესპუბლიკაში დაიწვა საწყობი, რომელშიც შაჰედის დრონების ნაწილები ინახებოდა.

"ყველაფერი დაიწვა. რუსული საწყობის განადგურების შედეგად აგრესორის ზარალი დაახლოებით $16 მილიონით ფასდება". – წერია უკრაინის დაზვერვის სამმართველოს განცხადებაში.

დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, საწყობში 65 დრონის გარდა ინახებოდა შემდეგი სათადარიგო ნაწილები: ძრავები, სანავიგაციო სისტემები, თერმული კამერები.

საწყობში დაახლოებით 400-მდე შაჰედის დასამზადებლად საკმარისი სათადარიგო ნაწილები ინახებოდა.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.