ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის გენშტაბი: რუსეთი უკრაინასთან საზღვრებს ამაგრებს და ფეთქებად ბარიერებს აწყობს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან სახელმწიფო საზღვრების გამაგრებით აქტიურად არის დაკავებული.

„რუსები ინარჩუნებენ სამხედრო მზადყოფნას სასაზღვრო რაიონებში, ატარებენ დივერსიულ-სადაზვერვო საქმიანობას, რუსეთის ტერიტორიიდან ესვრიან დასახლებულ პუნქტებს და ზრდიან უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ნაღმების და ფეთქებადი ბარიერების სიმჭიდროვეს“, - ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში. 

როგორც გენშტაბში აღნიშნავენ, არტილერიისა და ნაღმმტყორცნების შედეგად 30-მდე საზღვრისპირა დასახლება დაზარალდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.