უკრაინელებმა 6 ოლქში რუსების მიერ გაშვებული 17 დრონიდან 16 ჩამოაგდეს

ს საოკუპაციო ძალებმა 12 აპრილის ღამეს ს Shahed-131/136 ტიპის დრონებით კიდევ ერთხელ შეუტიეს.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, მტრის სამიზნეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა და დრონების მოგერიების მიზნით უკრაინელი დამცველების ინტენსიური მუშაობა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა ოკუპირებული დან უკრაინის მასშტაბით 17 დრონი და დონეცკის ოკუპირებული რეგიონის საჰაერო სივრციდან X-59 ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალების ავიაციამ და მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა 16 „შაჰედის“ დრონი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას და ხმელნიცკის ოლქებში“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.