უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 26 დრონი გავანადგურეთ

28 მარტის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 26 რუსული დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
რუსეთმა შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკო-არხანგელსკის ტერიტორიიდან ააფრინეს. დრონები ჩამოგდებულია ს, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონებში.
შეტევის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ცნობები ამ ეტაპზე არ არის.
უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.