ღარიბაშვილი სენატორების წერილზე: არასწორი აღქმებიდან არის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული

ქართული ოცნების თავმჯდომარე, სენატორების წერილს ეხმაურება, რომელიც მათ პრემიერმინისტრ ს რუსულ კანონთან დაკავშირებით გაუგზავნეს.
ღარიბაშვილის თქმით, სენატორების წერილში “არასწორი აღქმებიდან არის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული”. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ საჭიროა, მმართველმა პარტიამ “დაარწმუნოს ამერიკელი და ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს”.
“ჩემი სურვილია, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ჩვენს მეგობრეთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, თუ რაიმე გაუგებრობაა, ეს გაუგებრობა, ეს კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი.
რაც შეეხება ამ [სენატორების] წერილს, მეც გავეცანი ამ წერილს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ალბათ, უნდა ვთქვათ, რომ არასწორი აღქმებიდან არის ამ წერილში შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. ერთს დავამატებდი, რომ საჭიროა, გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ აქ რაიმე უჩვეულოს საქართველო არ აკეთებს და არ არის გამიზნული, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას. ეს არათუ გადაჭარბებული, რბილად რომ ვთქვათ, საფუძველმოკლებული განცხადებაა”, – ამბობს ღარიბაშვილი.
14 ამერიკელი სენატორი პრემიერმინისტრ ირაკლი ს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, -საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ.