“უკრაინა ნატოს წევრი გახდება” – ამბობს ბლინკენი და კიევისთვის მეტი დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფ ს მეტი დახმარება სჭირდება. ენტონი ბლინკენმა განცხადება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან 4 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„იქედან გამომდინარე, რაც დღეს მოვისმინე… ყველა, მათ შორის შეერთებული შტატები, აპირებს გააორმაგოს ძალისხმევა, რათა მოიძიოს ის რესურსები, რომლებიც კვლავ სჭირდება უკრაინას“, – განაცხადა ბლინკენმა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ახლა, 30-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, ან [ისინი] უკრაინასთან ორმხრივი შეთანხმებების მოლაპარაკების პროცესში არიან და ჩვენ, შეერთებული შტატები, ვმუშაობთ ჩვენს ორმხრივ შეთანხმებაზე“, – თქვა მან.
მანამდე, ბრიუსელშივე, ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ს მხრიდან მიმდინარე თავდასხმების ფონზე, უკრაინის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების გზები განიხილეს.
9-11 ივლისს, ვაშინგტონი ნატოს საიუბილეო საიმიტს უმასპინძლებს. 4 აპრილს, ჩრილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ, დაარსებიდან 75 წელი აღნიშნა.
“უკრაინა გახდება ნატოს წევრი“, – თქვა ბლინკენმა. მისივე თქმით, მომდევნო სამიტზე, ალიანსის „მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ წევრობისკენ მიმავალი ხიდის აშენებას და უკრაინის წინსვლის მკაფიო გზის შექმნას“.
4 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების კონგრესის მოქმედების აუცილებლობას, რათა წარმომადგენელთა პალატის კანონმდებლებმა უკრაინის დახმარება კენჭისყრაზე დააყენონ და ის დაამტკიცონ.
კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია ბაიდენის ადმინისტრაციის დამატებითი, დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო მოთხოვნა, რომელიც უკრაინის სამხედრო ძალებს განაახლებს და ქვეყანას რუსეთის თავდასხმისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, დღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, რომლებსაც ჯერ არ გამოუხატავთ მხარდაჭერა რუსული კანონისთვის – მივმართავ მათ – ნუ გაყიდით საქართველოს!