უკრაინა მოსკოვის ტერაქტს რუსეთის სისუსტის ნიშნად მიიჩნევს

სამშაბათს, უკრაინის თავდაცვის უწყების პრესდმდივანმა ანდრიი იუსოვმა თქვა, რომ ს სახელმწიფოს უუნარობამ, გასულ კვირაში, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტისგან ადამიანები დაეცვა ან დასავლური სპეცსამსახურებისგან მიღებულ წინასწარ გაფრთხილებაზე რეაგირება მოეხდინა, ვლადიმირ პუტინის მიერ შექმნილი ხელისუფლების მოდელის სისუსტე გამოამჟღავნა.
ვაშინგტონში, “ამერიკის ხმის” უკრაინულეონავნი სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში იუსოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვას არ აქვს მიზეზი, არ ენდოს -ის დაზვერვის დასკვნას, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო-ხორასანია“.
უფრო ადრე, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა „ამერიკის ხმას“ დაუდასტურა, რომ აშშ-ის მიერ მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია მიანიშნებდა, რომ „ისლამური სახელმწიფო-ხორასანი“, რუსეთის დედაქალაქში „გარდაუვალ“ თავდასხმას გეგმავდა. ამ ინფორმაციამ მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაფრთხილების გამოცხადება გამოიწვია.
რუსეთი, თავდასხმაზე ბრალის ზე გადართვის მცდელობას აგრძელებს. სამშაბათს, რუსულმა მედიამ „ეფ ეს ბეს“ დირექტორ ალექსანდრე ბორტნიკოვის განცხადება გაავრცელა, რომელიც ამბობს, რომ თავდასხმაში შეიძლება ამერიკული, ბრიტანული და უკრაინული სპეცსასმსახურები იყვნენ ჩარეული.
იუსოვმა, ამის თობაზე, “ამერიკის ხმის” მიერ დასმულ კითხვაზე უპასუხა:
„[რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ] ლავროვის უარი, ამ დანაშაულის გამოძიებაში ინტერპოლის დახმარება მიეღო, მრავლისმეტყველია. პუტინის რეჟიმისთვის ეს დამახასიათებელია, უკრაინასთან ომში ნებისმიერი ვითარება გამოიყენოს, ასეთი ტრაგედიაც კი.“
იუსოვმა თქვა, რომ უკრაინა თავის ტერიტორიას მტრისგან ათავისუფლებს და ჯარს ებრძვის. ის სამოქალაქო მოსახლეობასთან არ ომობს. დანარჩენი საკითხები კი, მისი თქმით, იყო თუ არა თავდასხმაში ჩართული “პუტინის რეჟიმი”, თუ იყო, რამდენად ღრმად, რამდენადაც გაფრთხილების მიუხედავად საჭირო ზომები არ მიიღო, ან სხვა უფრო უდავო მიზეზები თუ არსებობს, რომ მას ბრალი დაედოს, ცალკე გამოძიებების საგანია.
უკრაინის თავდაცვის უწყების პრესმდივანმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გენოციდის ომს აწარმოებს და მასობრივი განადგურების იარაღის გარდა ყველანაირ იარაღს იყენებს. ამიტომ, გაუგებარია, კიდევ როგორი ესკალაცია შეიძლება მოჰყვეს კრემლის ბრალდებებს, თუმცა იუსოვის აზრით, კრემლი მოსახლეობის პოლიტიკურ მობილიზებას ეცდება. მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინი ასევე ეცდება, მსოფლიო საზოგადოების აღქმაში, საკუთარი აგრესიული ბუნება და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის დარღვევები, მსხვერპლის სახის მორგებით გადაფაროს. მან თქვა, რომ პუტინი დღეს ამას ცდილობს, მაგრამ არც ვლადიმირ პუტინი, და [თავდაცვის მინისტრი] სერგეი შოიგუ და არც სხვა “მკვლელები”, მსხვერპლს არ ჰგვანან.
კითხვაზე, თუ რა დონეზე თანამშრომლობს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო „რუს მოხალისეთა კორპუსთან“, „თავისუფალი რუსეთის ლეგიონთან“ და „ს ბატალიონთან“, როდესაც ისინი რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ, იუსოვმა უპასუხა:
„უკრაინაში ეს დანაყოფები უკრაინის კანონმდებლობის ჩარჩოში მოქმედებენ და ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის კომპონენტს წარმოადგენენ. ეს ადამიანები პუტინის მომხდურებთან, რუსულ საოკუპაციო არმიასთან ბრძოლაში, ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის ძალების რიგებში გვეხმარებიან. ისინი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან. რუსეთის ფედერაციაში, თავის სახლში, ისინი ცდილობენ დანერგონ პრინციპები და ღირებულებები საკუთარი უფლებებისთვის, რომელიც პუტინის დიქტატურამ წაართვა. იქ, ისინი ავტონომიურად და დამოუკიდებლად მოქმედებენ.“
მოხალისეთა დანაყოფების შეიარაღების შესახებ პრესმდივანმა თქვა, რომ ომის ორი წლის განმავლობაში, ამ ადამიანებმა, ბრძოლებში ხელში ჩაიგდეს ბევრი იარაღი, მათ შორის რუსული აღჭურვილობა, რომელსაც დღეს რუსული ჯარის წინააღმდეგ იყენებენ. მისი თქმით, ბელგოროდის და კურსკის რეგიონებში ამ დანაყოფების სამხედრო აქტიურობა, ფრონტის სხვა უბნებზე ვითარების ერთგვარად სტაბილიზებას დაეხმარა, მოწინააღმდეგის ძალები დაკავა და “პუტინის რეჟიმის” და მისი უსაფრთხოების ძალების სისუსტე წარმოაჩინა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესმდივანმა ანდრიი იუსოვმა თქვა, რომ ვაშინგტონში მისი ვიზიტის მთავარი მიზანია სამთავრობო წრეებს, არასამთავრობო, საჯარო ორგანიზაციებს და მედიას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია ომის ჰუმანიტარულ ასპექტზე, რომელიც ათასობით სამოქალაქო პირის გატაცებას და სამხედრო ტყვეების მდგომარეობას ეხება, რომლებიც ჟენევის კონვენციის დარღვევით აიყვანეს. ასევე, გავრცელდეს ინფორმაცია, რომ საერთაშორისო წითელ ჯვარს არ აქვს წვდომა ტყვეების დაკავების ადგილებზე და შეუძლებელია მათი მდგომარეობის შემოწმება. მისი თქმით, ტყვეების უფლებები ირღვევა, მათ არასათანადოდ ეპყრობიან და აწამებენ. იუსოვმა ასევე თქვა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთზე საერთაშორისო საზოგადოების წნეხის გაზრდას, რათა რუსეთი ჟენევის კონვენციებს დაემორჩილოს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კვლევა ჩავატარეთ, შევამოწმეთ რესპონდენტების IQ და მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში 45,6 პროცენტი

ირაკლი კობახიძე – „ნაცი“ ყველაფერ რუსულზე თავს იღიზიანებს, ასე იღიზიანებენ თავს ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი „ნაციონალები“, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ