უკრაინა: თათრეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ჩვენმა ძალებმა მიიტანეს იერიში

2 აპრილის დილას, ს ფედერაციის შემადგენლობაში მყოფი თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მ აიღო. როგორც გამოცემა უკრაინსკაია პრავდა წერს, ქარხანაზე შეტევა უკრაინის დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ოპერაციაა.
უკრაინული შორი მოქმედების დრონი მოხვდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ადრეული ნავთობის გადამამუშავებელ დანადგარს, რომლის სიმძლავრე 8 მილიონ ტონას შეადგენს, რაც რუსეთის ნავთობის 2.6%-ია.
“ჩვენ არ შევწყვეტთ აგრესორი ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიშს, რათა მათ უკრაინაში გენოციდური ომის წარმოების უფრო ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდეთ. ძალას არ დავიშურებთ, რათა შევამციროთ ნავთობდოლარების შედინება რუსეთის სამხედრო ბიუჯეტში”. – ამბობს უკრაინსკა პრავდასთან უკრაინის ძალოვანი სტრუქტურის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
2 აპრილს, რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას პირველად, დრონებით თავდასხმა მოხდა თათრეთის რესპუბლიკაზე. ნიჟნეკამსკის გარდა უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს ქალაქ იელაბუგაში მდებარე სამხედრო ქარხანაზეც.