უკრაინა და რუსეთი დრონებით მორიგი შეტევის შესახებ იუწყებიან

ზე დრონებით მორიგი შეტევის შედეგად კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა ჟიტომირის, ოდესის და ნიკოლაევის ოლქებში. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ს საოკუპაციო ძალებმა დროებით ოკუპირებული დან უკრაინის რამდენიმე ოლქზე იერიში მიიტანეს 24 უპილოტო საფრენი აპარატით. საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოდესის, ნიკოლაევის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის და ჟიტომირის ოლქებში ჩამოაგდეს 17 დრონი.
ჟიტომირის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას ზვიაგელის რაიონში დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და არსებობს ჰაერის დაბინძურების საფრთხე, რის გამოც მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევენ. ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად ოდესის რაიონში დაზიანებულია სატრანსპორტო-ლოგისტიკური ობიექტი. ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ენერგომომარაგების გარეშეა 14 დასახლებული პუნქტი.
უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შესახებ იუწყებიან რუსეთის კურსკის ოლქიდანაც. გუბერნატორ რომან სტაროვოიტის თანახმად, უკრაინული დრონით დარტყმამ აფეთქება გამოიწვია სპირტის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე. გუბერნატორის ცნობით, მსხვერპლი არ არის.
მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობები დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია.

ასევე დაგაინტერესებთ