და კანადა რუსეთში გადაყვანილი ბავშვების დასაბრუნებლად საერთაშორისო კოალიციას ქმნიან

უკრაინა და კანადა რუსეთში უკანონოდ გადაყვანილი ბავშვების დასაბრუნებლად საერთაშორისო კოალიციას ქმნიან. კიევში იმყოფება კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. მ მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის უკრაინის ყველა მოქალაქის, მათ შორის ბავშვების დაბრუნება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ მადლობელი ვართ კანადის მნიშვნელოვანი როლისთვის უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციის შექმნაში, რომელიც დაეხმარება ჩვენს შვილებს სამშობლოში მალე დაბრუნდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ. 

მელანი ჯოლიმ და ვოლოდიმირ ზელენკიმ შეხვედრაზე ასევე განიხილეს კანადასთან ორმხრივი დოკუმენტის მომზადება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელიც მალე დაიდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება