უკრაინამ წუხელ რუსეთის კიდევ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინამ წუხელ რუსეთის კიდევ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, როგორ იწვის აფიპსკისა და ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები.
უკრაინული მედია წერს, რომ წუხელ რუსეთში საწვავის წარმოება კიდევ 4.7%-ით შემცირდა. სამარის რეგიონში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 7 მილიონი ტონა ნავთობია (საერთო მოცულობის 2.5%), ხოლო კრასნოდარის რეგიონში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის – 6.25 მილიონი ტონა (საერთო მოცულობის 2.2%).
გუშინ, უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ დაადასტურა, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ბომბავს, რის შედეგადაც გავრცელებული ინფორცმაციით, აგვისტოს მხოლოდ 2 კვირაში ოკუპანტი ქვეყნის ნავთობის წარმოება 21%-თ შემცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

დავით ზურაბიშვილი: ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ…