ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი 90 მოქალაქე დაიბრუნა

რუსეთის ტყვეობაში მყოფი 90 უკრაინელი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი Telegram-ზე ავრცელებს. ტყვეების გაცვლაში რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა.
ზელენსკის თქმით, გათავისუფლებულები არიან ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები, სამხედრო მოსამსახურეები და მესაზღვრეები.
"ჩვენ რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყველა ადამიანი გვახსოვს. ვაგრძელებთ მუშაობას, რომ გავათავისუფლოთ თითოეული მათგანი. ჩვენ ვეძებთ ინფორმაციას ყველა იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც შესაძლოა, მტერი ტყვეობაში ამყოფებდეს. მადლობა ჩვენს გუნდს: ბუდანოვს, იერმაკს, მალიუკს, კლიმენკოს, ლუბინეცს. მადლობა ასევე ყველა პარტნიორს, რომელიც დაგვეხმარა ჩვენი ხალხის გათავისუფლებაში, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. ერთად ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ყველაზე რთულ მიზნებსაც კი". - წერს ზელენსკი საკუთარ Telegram-არხზე.
5 თვის განმავლობაში ეს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა ყველაზე დიდი გაცვლაა. მხარეებმა ტყვეები ბოლოს 31 მაისს გაცვალეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.