ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ რუსეთის რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყა - იერიში "როსნეფტის" ნავთობბაზაზეც მიიტანეს

უკრაინამ რუსეთის რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყა - იერიში "როსნეფტის" ნავთობბაზაზეც მიიტანეს

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყა.

მათივე ცნობით, უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა ვორონეჟის ოლქში არსებულ ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს.

"უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით განხორციელებული დარტყმის შედეგად იწვის საწვავით სავსე რეზერვუარები, რომლებსაც ოკუპანტები არმიის მომარაგებისთვის იყენებენ. საწარმო ეკუთვნის რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაციას "როსნეფტს", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, შეიარაღებულმა ძალებმა დააზიანეს სმოლენსკის რეგიონში "სმოლენსკის საავიაციო ქარხანა". ამ ქარხანაში აწარმოებენ სამხედრო თვითმფრინავებს.

გენშტაბში ამბობენ, რომ ქარხანაში აფეთქებები დაფიქსირდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.