უკრაინამ კიდევ 99 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

მ, რუსეთთან ცხედრების გაცვლის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების 99 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა.
ამის შესახებ სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბი იუწყება.
შტაბის ცნობით, მათი უმრავლესობა, 77 ადამიანი, დონეცკის მიმართულებით ბრძოლაში დაიღუპა, 20 – ზაპოროჟიეს მიმართულებით, ორი კი – ხარკოვის – მიმართულებით.
რუსული მედიის ინფორმაციით, გაცვლის შედეგად რუსეთმა 23 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა.
ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის ცხედრების ბოლო გაცვლა 29 მარტს მოხდა, როდესაც რუსულმა მხარემ 29 ცხედარი დაიბრუნა, უკრაინამ კი – 121.