“უკვე ორი წე­ლია ყო­ველ კვი­რას მი­დის მშობ­ლის საფ­ლავ­ზე და ყვა­ვი­ლე­ბი მი­აქვს. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დგას საფ­ლავ­თან და ბევ­რს ტი­რის” – Marao

“ერთ დროს თუ ვინ­მეს შე­ეძ­ლო რუ­სულ სცე­ნა­ზე ს­თან ნი­ჭით შე­ჯიბ­რე­ბა, ეს იყო თა­მა­რა გვერდწი­თე­ლი” – ასე იწყებს სტა­ტი­ას რუ­სუ­ლი მე­დია, სა­დაც სვამს კი­თხვას, თუ სად გაქ­რა მომ­ღე­რა­ლი რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ.
ბოლო წლებ­ში გვერდწი­თე­ლის ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. რუ­სეთ­ში და­ფა­სე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გა, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა, სა­დაც ბოლო ათწლე­უ­ლე­ბი ცხოვ­რობ­და და კა­რი­ე­რა აე­წყო თუ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის­თვის მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა. არ­ჩე­ვა­ნი უკ­რა­ი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი საყ­ვა­რე­ლი დედა და­ე­ღუ­პა.
· “18 იან­ვარს თა­მარ გვერდწი­თელს 62 წელი შე­უს­რულ­და. 2022 წელს, რაც მომ­ღე­რალ­მა რუ­სე­თი და­ტო­ვა, მას შემ­დეგ სა­ზღვა­რი აღარ გა­და­უკ­ვე­თია” – წერს რუ­სუ­ლი მე­დია.
2022 წელს ექი­მებ­მა გვერდწი­თე­ლის დე­დას გუ­ლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ქალ­მა გა­და­წყვი­ტა, დედა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­ეყ­ვა­ნა სამ­კურ­ნა­ლოდ. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტად კი ის­რა­ე­ლი აირ­ჩია.
ექი­მე­ბი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 83 წლის ქალს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის იმედს არ აძლევდნენ. ინა ვოლ­ფოვ­ნას გარ­და­ც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სულ მე­დი­ა­ში სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა.
დე­დის და­კარ­გვა ნამ­დვი­ლი დარ­ტყმა იყო მომ­ღერ­ლის­თვის. მტკივ­ნე­ულ­მა და­ნა­კარ­გმა ლა­მის სა­წოლს მი­ა­ჯაჭ­ვა. რო­გორც მა­შინ რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, ორ­ჯერ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, რაც შემ­დგომ გვერდწი­თე­ლის პრო­დი­უ­სერ­მა უარ­ყო.
ბოლო წლებ­ში თა­მა­რა გვერდწი­თე­ლის­თვის დე­დის და­კარ­გვა მე­ო­რე მძი­მე ტრა­გე­დია იყო. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მომ­ღე­რ­ლის მე­ო­რე ქმა­რი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.”თა­მა­რის­თვის დედა მთე­ლი მსოფ­ლი­ოა. ამ ჭრი­ლო­ბას ვე­რას­დროს ვე­რა­ვინ მო­უ­შუ­შებს“, – გა­ნა­ცხა­და სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში.
ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერდწი­თელ­მა ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო. თბი­ლის­ში ამ­ბობ­დნენ, რომ პოპ-ვარ­სკვლავს ხში­რად ხე­და­ვენ სა­საფ­ლა­ო­ზე, სა­დაც მისი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნია დაკ­რძა­ლუ­ლი.
“გვერდწი­თე­ლი უკვე ორი წე­ლია ყო­ველ კვი­რას მი­დის მშობ­ლის საფ­ლავ­ზე და ყვა­ვი­ლე­ბი მი­აქვს. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დგას საფ­ლავ­თან და ბევ­რს ტი­რის. ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ღე­რალ­მა დე­დის გვერ­დით კი­დევ ერთი ად­გი­ლი იყი­და – ის თა­ვის­თვის მო­ამ­ზა­და” – წერს რუ­სუ­ლი მე­დია.
თავ­და­პირ­ვე­ლად, რუ­სულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­მარ გვერდწი­თე­ლის კონ­ცერ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას და­უ­კავ­ში­რა, მაგ­რამ ახლა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ სცე­ნას და­უბ­რუნ­დეს.
მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ვარ­სკვლა­ვი ძა­ლი­ან გახ­და. ამი­ტომ მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს და­უ­კავ­ში­რეს.

ასევე დაგაინტერესებთ