ტური 10: “დილამ” “გაგრას” მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. გორის “დილამ” მინიმალური სხვაობით მოუგო აუტსაიდერ “გაგრას” და მეორე ადგილზე გადავიდა.
გაგრა 0:1 დილა
ერთადერთი გოლი ანგოლურ-სენეგალურ-ქართული კომბინაციით გავიდა. ანტონიო ლოპესმა მარჯვნივ გააყოლა ბურთი იბრაჰიმა დრამეს, რომლის გასწვრივ პასსაც მოჰყვა შოთა შეყილაძის ზუსტი დარტყმა.
ეს გოლი 39-ე წუთზე გავიდა. შეყილაძემ მეოთხე გოლი გაიტანა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მომენტები კიდევ იყო, ბოლო წუთებზე კი არბიტრმა ბაკურ ნინუამ პენალტი დანიშნა დილას კარში, თუმცა VAR-ზე გადამოწმების მერე გააუქმა. საბოლოოდ 0:1.
erovnuliliga.ge