ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე ახალი ქუჩა გაკეთდება

ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე ახალი ქუჩა გაკეთდება.
სამუშაოები უკვე დაიწყო და ამ ეტაპზე, გზის საფუძველი ეწყობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, 204 მეტრი გზის მშენებლობაზე 803 057 ლარი დაიხარჯება. პროექტის მიხედვით, მოეწყობა გზის სავალი ნაწილი, ტროტუარებითა და საგზაო მოძრაობის ნიშნებით.
„წმინდაწყლის დასახლება ბოლო პერიოდში დაიტვირთა, აშენდა და გაიხსნა ახალი ობიექტები და შესაბამისად, გადაიტვირთა ტრანსპორტის მოძრაობა. საჭირო გახდა ახალი ქუჩების ჩამოყალიბება. მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად, გადავწყვიტეთ ამ დასახლებაში ორი ახალი ქუჩის მოწყობა. გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე სამუშაოები უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, რომ ახალი გზების ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად განტვირთავს მთავარ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობას“, – აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ