ტრამპს თავისი სოციალური ქსელი ბირჟაზე გააქვს

CNN-ის ინფორმაციით, Digital World Acquisition Corp -ის აქციონერებმა მხარი დაუჭირეს ს სოციალური მედია Truth Social-ის კომპანიასთან შერწყმის გარიგებას, რომელმაც შესაძლოა, ყოფილ პრეზიდენტს 3 მლრდ დოლარის შემოსავალი მოუტანოს.
ახლად გაერთიანებული კომპანია Trump Media-ს აქციების საჯარო ვაჭრობა შესაძლოა მიმდინარე კვირას გაიმართოს საფონდო სიმბოლოთი- DJT (ტრამპის ინიციალები).
ჯერ უცნობია, თუ რა იქნება გაერთიანებული კომპანიის აქციათა საწყისი ფასი.
ცნობისთვის, ტრამპს გაერთიანებულ კომპანიაში, თითქმის, 80 მილიონი აქცია შეხვდება, რაც პარასკევის ვაჭრობაზე დაფიქსირებულ DWAC-ის აქციათა საწყისი ფასის მიხედვით, დაახლოებით, 3 მლრდ დოლარზე მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ