“ტრამპმა უკვე პუტინს დაუქნია თითი, სხვანაირად ეს არ იკითხება” – ზურაბ ფარჯიანი

ამასობაში – აშშ-მ არ გააგრძელა რუსეთისთვის ბაიდენის დაწესებული შეღავათები.
აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა (OFAC) არ განაახლა 8L გენერალური ლიცენზია, რომელიც, გამონაკლისის სახით, სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ ბანკებს ნავთობით და გაზის ვაჭრობასთან დაკავშირებული გადახდების საშუალებას აძლევდა. ეს ეხებოდა ყველა უმსხვილეს რუსულ ბანკს – Sberbank, VTB, Alfa Bank, Rosbank, ასევე VEB და რუსეთის ცენტრალურ ბანკს. ეს ლიცენზია ძალაში იყო ომის დაწყებიდან. ტრამპმა უკვე პუტინს დაუქნია თითი. სხვანაირად ეს არ იკითხება, თუმცა რით დასრულდება ეს ყველაფერი კაცმა არ იცის, ერთი მხრივ ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდი ომი მეორე მსოფლიოს მერე, მეორე მხრივ “კრამიტ დაცურებული” პუტინი.
უფასო რჩევა – ტრამპის საგარეო პოლიტიკის პროგნოზს ყველა შევეშვათ. შედეგების ანალიზი სჯობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან