არქივი15 თებერვალი, 2025, 19:58
ტრაგედია ბათუმში - ქალს, რომელიც ლიანდაგებზე სურათებს იღებდა, მატარებელი დაეჯახა და დაიღუპა

მახინჯაურში მატარებლის დაჯახების შედეგად 40 წლამდე ქალი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს მატარებელი ფოტოს გადაღების დროს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.