ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა

ტაივანში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, ცხრა ადამიანი.
ტაივანის სახანძრო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დაშავებულთა რაოდენობამ 1038-ს მიაღწია, დაკარგულთა საერთო რაოდენობა კი, სულ მცირე, 52-ია.
ერთ-ერთი სასტუმროს ათობით თანამშრომელი ტაროკოს ეროვნულ პარკში იპოვეს, თუმცა 38 თანამშრომელი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში კუნძულზე ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იყო. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში ს ასობით მეწყრული პროცესის განვითარება მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ