„სულ სამი პარტია ვართ, „ქოცები“ „ნაცები“ და ჩვენ“ – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ახლა „ქართული ოცნება”, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და „გირჩია” დარჩენილი.
„ვისაც თვალი აქვს ხედავენ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ახლა „ქართული ოცნება”, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ჩვენ, „გირჩი” ვართ. სხვა დანარჩენი პარტიები არიან ან „ოცნებასთან”, ან ენმ-თან ახლოს. „ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებზე 7 პარტიით გადის. გვარამიას და მელიას არ უთქვამთ, ერთად ვართო, ამიტომ ცალ-ცალკე დავთვალეთ. „ოცნება” მათზე იძახის, რომ ესენი ყველანი „ნაცები“ არიანო. „„ოცნება” ხშირად ტყუილს ამბობს, მაგრამ არის თემები, სადაც ისინი მართლები არიან”, – ამბობს ხვიჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – ვიცი განცდები და ემოციები, გაურკვევლობა, შიშიც კი და აუტანელი, შემოპარული ფიქრი, რომ რისთვისაც ვიბრძოდით, დღეს ხელიდან ვითომდა გვეცლება, მაგრამ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს! – დღეს თქვენით და ახალი თაობის შემართებით იბადება ახალი საქართველო