ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სტუდენტების ნაწილი თსუ-დან ორი ლექტორის გაშვებას აპროტესტებს

სტუდენტების ნაწილი თსუ-დან ორი ლექტორის გაშვებას აპროტესტებს

თსუს-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ნაწილი უნივერსიტეტიდან 2 ლექტორის, ირინა ხერხეულიძისა და გიორგი ცერცვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს.

საპროტესტო აქცია თსუ-ის მეორე კორპუსთან იმართება.

„თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ვაპროტესტებთ პროფესორების გათავისუფლებას, რაც აშკარად პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული. წლების განმავლობაში, ეს ლექტორები მაღალი აკადემიური სტანდარტებით, სტუდენტების მხარდაჭერით, პრინციპულობითა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებით გამოირჩეოდნენ.

მათი წვლილი დიდია უნივერსიტეტში კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. მათი დათხოვნა გამოხატვისა და აკადემიური თავისუფლების, დემოკრატიული პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რაც უნივერსიტეტისთვის, როგორც ცოდნისა და თავისუფალი აზრის სივრცისთვის მიუღებელია. გარდა ამისა, მოვითხოვთ, თსუ-ს ადმინისტრაციამ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილების საფუძვლები საჯაროდ განმარტოს და გამჭირვალე არგუმენტები წარმოადგინოს და პოლიტიკური ჩარევისგან აკადემიური სივრცის დაცვა უზრუნველყოს. უნივერსიტეტში გარანტირებული იყოს აკადემიური თავისუფლება და პლურალიზმი”, – აქციაზე შეკრებულ სტუდენტებს მიმართვის ტექსტი წაუკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

10 მარტს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ორი ლექტორი, ირინე ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე გაათავისუფლეს.

ამ დრომდე ცნობილი არ არის ოფიციალური განმარტება უნივერსიტეტის მხრიდან, თუ რა გახდა ლექტორების გათავისუფლების მიზეზი. თავად გათავისუფლებული ლექტორები დეტალებზე არ საუბრობენ.

„პუბლიკა“ შეეცადა როგორც მათთან დაკავშირებას ასევე, დილიდან ვცდილობთ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირებას, სადაც ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს ამ დრომდე არ პასუხობენ. ლექტორების გათავისუფლების მიზეზების შესახებ მეტი დეტალის გარკვევის მიზნით, უნივერსიტეტს ოფიციალური წერილიც მივწერეთ.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.