სტოლტენბერგი: კონკრეტული პროგრამები გვექნება იმისათვის, რომ საქართველო და NATO დაახლოვდეს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პრემიერმინისტრ სთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ იქნება კონკრეტული პროგრამები, რათა საქართველო და NATO კიდევ უფრო დაახლოვდეს.
სტოლტენბერგის განცხადებით, საქათველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით
“შავი ზღვის უსაფრთხოებაც არის აქტუალური საკითხი საქართველოსთვის, ისევე როგორც NATO-სთვის. ს ნავიგაციის თავისუფლება, პრინციპში, არის შეფერხებული და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე. უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვში მოხდეს აღდგენა.

NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება. ზოგადად შევთანხმდით, რომ ცალკეული, კონკრეტული პროგრამები გვექნება, საჭიროებებზე მორგებული, იმისათვის, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს. მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება ქვეყანაში.
რამდენიმე დღის წინ თურქული სამხედრო ფრეგატი ეწვია ბათუმს, სანაპიროს და შეხვდა ქართველ პარტნიორებს. ესაა იმის მაგალითი, თუ როგორ ვთანამშრომლობთ რეგიონში, ერთმანეთს ვუზიარებთ შესაძლებლობებს და ვუძლიერებთ პოტენციალს. ამით დასტურდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია NATO-სთვის საქართველო.
ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი, დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად, ინტეგრაციისთვის, მათ შორის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება NATO-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო. კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს ევროპული საბჭოს მიერ გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში, ჩვენ მხარდამხარ ვივლით წინ NATO-ს მიმართულებით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქათველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით, ბატონო პრემიერმინისტრო კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის NATO-საქართველოს პარტნიორობის მიმართ”, – თქვა მან.
მისივე განცხადებით, საქართველო NATO-სთვის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია.
“თქვენ [ირაკლი კობახიძე] ბრძანდებოდით ბრიუსელში, მე ახლა თბილისში ვარ და ეს ადასტურებს რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური დიალოგი გაგვაჩნია. საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი NATO-სთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ.
სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. “სამხრეთ ოსეთი” და არის საქართველოს ნაწილი, NATO აგრძელებს რუსეთისადმი მოწოდებას, რომ გაიწვიოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.