სრული მხარდაჭერა ყველა ქართველს, ვინც ევროპულ მომავალს პირველ რიგში აყენებს – შარლ მიშელი კობახიძეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ სთან სატელეფონო საუბარში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. კიდევ ერთხელე გავიმეორე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – დაწერა შარლ მიშელმა X-ზე 3 მაისს.
„ცოცხალი დებატები არის [დემოკრატიული საზოგადოების] ქვაკუთხედი და ამჟამად ნამდვილი დიალოგია საჭირო. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი“, – აცხადებს შარლ მიშელი.
1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს.
ევროკავშირი და გმობენ კანონპროექტს და აცხადებენ, რომ მისი მიღება საქართველოს ხელს შეუშლის ევროინტეგრაციაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ