საია: 21 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა, უცნობია ჩატარდა თუ არა მათთან გასაუბრებები

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 15 ხმით უვადოდ გაამწესა 21 მოსამართლე. თუმცა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ უცნობია ჩაატარა თუ არა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ მოსამართლეებთან გასაუბრებები, რასაც პროცედურა ითვალისწინებს.
საია-ს განცხადებით, უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებთან გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია:
„სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მოულოდნელი იყო უვადოდ დასანიშნ მოსამართლეების კენჭისყრა, ვინაიდან, პროცედურა ითვალისწინებს სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ კანდიდატებთან გასაუბრებას. ამ მოსამართლეებთან გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად უცნობია ჩატარდა თუ არა საერთოდ გასაუბრებები და თუ ჩატარდა რატომ არ მიეცა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მონიტორინგის შესაძლებლობა,“ — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამასთან, საია აღნიშნავს, რომ რომ საბჭოს მდივნის ზეპირი განკარგულებით სადამკვირვებლო ორგანიზაციებს წარმომადგენლებს შენობის ფოიეში მოცდის შესაძლებლობა აღარ ეძლევათ და დამამცირებელ პირობებში შენობის შესასვლელ კარებსა და ტურნიკეტს შორის უწევთ სხდომის დაწყების ლოდინი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ აღნიშნავს, რომ 21-ვე მოსამართლე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ კონკურსის საფუძველზე და კანონმდებლობის მიხედვით, ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა თითოეული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ.
უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არიან:
· ეკატერინე ბებია – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
· გიორგი გელაშვილი -თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე;
· სალომე გველესიანი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· ალექსანდრე გზირიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· ეკატერინე ელიაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· ნინო ენუქიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· გიორგი თუნაური – ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· თეა კალანდაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· თორნიკე კაპანაძე – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
· ლიანა კაჟაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· დავით მაკარაძე – გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
· თამარ მჭედლიშვილი– თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· ეკატერინე ობოლაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· სალომე სამხარაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· რომეო ტყეშელაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· ლეილა ფოლადიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· ლევან ყოლბაია – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· ნანა შამათავა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· ირაკლი ჩიკაშუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
· მაია ჯავახიშვილი – ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
· უჩა თოდუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ასევე დაგაინტერესებთ