ჩინეთმა დაიწყო ან ემზადება რუსეთის ფედერაციისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებისთვის – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა ჩინეთი დაადანაშაულა სთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაში, რომელსაც მოსკოვი, სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.
მანამდე პეკინი უარყოფდა მოსკოვისათვის ლეტალური იარაღის მიწოდებას.

“დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცებულება რუსეთსა და ჩინეთს შორის ში გამოყენებისთვის განკუთვნილი შეიარაღების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ“, – აღნიშნა შაპსმა ლონდონში გამართულ თავდაცვის კონფერენციაზე.
ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ “ლეტალური დახმარება ჩინეთმა უკვე მიაწოდა ან მომავალში მიაწვდის რუსეთს, საიდანაც ის უკრაინაში მოხვდება“. გრანტ შაპსს სხვა ჩინური იარაღის რუსეთისათვის მიწოდების დეტალებზე არაფერი უთქვამს.
კონფერენციაზე გამოსვლისას შაპსმა ყურადღება გაამახვილა რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებაზე, ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობის 64%-ით ზრდაზე, რაც, ბრიტანელი პოლიტიკოსის აზრით, მოსკოვსა და პეკინს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს. ამ კონტექსტში გრანტ შაპსმა გაიხსენა ვლადიმირ პუტინის ბოლო ვიზიტი ჩინეთში, რაც პუტინის პირველი უცხოური ვიზიტი იყო პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევის შემდეგ.
პუტინი 16 მაისს, პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევის შემდეგ გამართული ინაუგურაციიდან ათ დღეში ჩავიდა ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით. მას თან ახლდა დიდი სამთავრობო დელეგაცია. მათ შორის თავდაცვის ახალი და ყოფილი მინისტრები ანდრეი ბელოუსოვი და სერგეი შოიგუ. პუტინმა, რომლის ბრძანებით რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა და ორ წელზე მეტია სასტიკ ომს აწარმოებს, თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთად იცავენ სამართლიანობის და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის პრინციპებს.
ფორუმი