სოხუმის ცნობით, სოხუმის აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებს უკვე აკმაყოფილებს

აფხაზეთის დე ფაქტო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტში სერტიფიცირების სამუშაოები წარმატებით დასრულდა, რაც “მნიშვნელოვან ეტაპია აეროპორტის სრულფასოვანი ფუნქციონირების აღდგენისა და საჰაერო მიმოსვლის განახლების მოსამზადებლად”.
სერტიფიცირების პროცესის ფარგლებში, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტრომ სხვა უწყებებთან ერთად ჩაატარა ყოვლისმომცველი შემოწმება სოხუმის აეროპორტის შესაბამისობის შესახებ — მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნების, ნორმატიული აქტებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების დაცვაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგი მიმართულებების შეფასებას: აფრენა-დაფრენის ზოლის მდგომარეობა, განათების სისტემა, ნავიგაციური მოწყობილობები, საკომუნიკაციო საშუალებები, გადაუდებელი და სამაშველო სამსახური, ასევე ავიაციური უსაფრთხოების სამსახური. სერტიფიცირების წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა შეესაბამება თანამედროვე უსაფრთხოების მოთხოვნებს და უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდების მიღებისა და მომსახურების შესაძლებლობას, – აცხადებენ დე ფაქტო სამინისტროში.
სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი ს ომის შემდეგ არ ფუნქციონირებს. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) აღიარების გარეშე, აფხაზეთის ტერიტორიიდან საერთაშორისო ფრენების განხორციელება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ნორმებთან.
თუმცა, ს აქტიური ჩართულობითა და მსხვილი ინვესტიციით, აეროპორტი მუშაობას ანახლებს. საცდელი რეისი უკვე განხორციელდა – თებერვლის დასაწყისში სოხუმის აეროპორტმა 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი რეისი მიიღო მოსკოვიდან.
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსული კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარება“ ახორციელებს. 2023 წლის 27 ოქტომბერს აფხაზეთის მთავრობამ მასთან საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.
ამ შეთანხმების მიხედვით, როგორც სოხუმი ირწმუნება, აფხაზეთის საკუთრებაში რჩება აეროდრომი, აეროდრომის ინფრასტრუქტურა და ისტორიული ტერმინალი. ასევე შენარჩუნდება ორმაგი დანიშნულების ობიექტის სტატუსი და აეროპორტის სახელწოდება.