სოფო ჯაფარიძე – ნავალნის მაგალითმა გვაჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილი უდიდესი საფრთხის ქვეშ არის და რაც შეიძლება მალე, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს

ექსპრეზიდენტ ს პირადმა წარმომადგენელმა, მ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უპრეცედენტო ერთობა არის დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კამპანიაში უკვე ევროპარლამენტიც ჩაერთო.
„გრძელდება ჩვენი კამპანია, დავდივართ მთელი საქართველოს მასშტაბით, ხედავთ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ყველგან, სადაც ჩავდივართ რამდენი ათასი ადამიანი დგას რიგში იმისთვის, რომ მოაწერონ ხელი. ძალიან მზარდი გახდა ეს კამპანია. მგონი უკვე მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ხედავს, რამდენი ათასი ადამიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას.
კიდევ ერთხელ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ხედავთ, როგორი უპრეცედენტო ერთობა არის დღეს ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და არა მხოლოდ საქართველოში, უკვე კამპანიაში ჩაერთო ევროპარლამენტი, სადაც გროვდება ხელმოწერები და მთელი მსოფლიო ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას.
არ უნდა დამახინჯდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია, ნავალნის მაგალითმა გვაჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილი უდიდესი საფრთხის ქვეშ არის და რაც შეიძლება მალე, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.