არქივი28 ივლისი, 2024, 13:43
სოფო თორთლაძე: ყველაფერი თომას ჟოლიზე
"ყველაფერი თომას ჟოლიზე
თომას ჟოლი პარიზში არ დაბადებულა. 1982 წელს ის დაიბადა რუანში, ჩრდილოეთ ნორმანდიაში, სადაც ჟანა დარკი დაწვეს. ისტორიის ცოდნა, მეამბოხე და ინტელექტუალი ქალების გაფეტიშება, აპოლოგიაც და პროტესტიც - ყველაფერი მის გენომშია. თომასს ფრანგული თეატრის პიტერ-პენს ეძახიან, ქართულად კი ნიჭიერ დამწყებ რეჟისორს, რომელმაც ამ წუთას მიმდინარე ავინიონის, ეპიდავროსის, სპოლეტოს, GREC-ს, მონროს ფესტივალებს და მონღოლურ ნადამსაც გადაუჯოკრა.
განათლება - დიდი არაფერი. ნორმანდიის ქალაქის თეატრების theater classes და უმაღლესი განათლება - ბრეტანის ნაციონალურ თეატრში. შემდეგ საკუთარი თეატრალური კომპანია La Piccola Familia დაარსა და ფრანგული რეგიონალური თეატრების დაკვეთებიც მიიღო. დადგა ჩემი მეგობრების - მარკ რავენჰილის და ფაუსტო პარავიდინოს პიესები. პარავიდინოს „მიწის თხილში“ ითამაშა კიდეც, მაგრამ ყველაზე მთვარი პრიზი პარიზის ოდეონმა გადასცა, საშა გიტრის 1945 წლის ფილმის Toâ მიხედვით დადგმული სპექტაკლისთვის.
2010 წლიდან მუშაობა დაიწყო უილიამ შექსპირის სპექტაკლზე „ჰენრი VI“, თვრამეტი საათიანი შოუ Nationale de Cherbourg-Octeville (2012), რომელიც მესამე ნაწილით დაასრულა მშობლიურ ბრეტანის ეროვნულ თეატრში, რენეში და ეს იყო „რიჩარდ III“. 2016 წელს სტრასბურგის დრამატული სკოლის სტუდენტებთან ერთად დადგა გეორგ კაიზერის „მედუზას ჯოხი“, ავინიონის ფესტივალის 70-ე საიუბილეო სეზონზე კი წარმოადგინა დამიენ გაბრიაკის Le Ciel, la Nuit et la Pierre glorieuse (ცა, ღამე და დიდებული ქვა), სადაც თექვსმეტ ეპიზოდში ააწყო მთელი ისტორია, აწმყო, მომავალი, როგორც თეატრალური საპნის ოპერა ავინიონის ფესტივალზე, ყოველგვარი ქრონოლოგიური ნარატივის, აკადემიური სიზუსტის, სიცუატიური განვითარების გარეშე, რადგან თომას ჟოლის დასმა la Piccola Familia მხოლოდ ავინიონის ფესტივალის სურვილი და დაკვეთა აღასრულა და წარმოადგინა ერთგვარი რეზიუმე ფესტვილის 70 წლის მხატვრული, კულტურული, პოლიტიკური და ადამიანური თავგადასავლის.
მართალია ჟოლიმ კიდევ დადგა 2 ოპერა, Fantasio at the Opéra Comique in 2017 then Macbeth Underworld by Dusapin at La Monnaie in Brussels in 2019, მაგრამ ავინიონის გამოცდილება ოლიმპიადის დამდგმელი რეჟისორის საპოვნელად გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ესეც საინტერესოა: 2018 წელს მან შექმნა სენეკას თიესტესი. სწორედ ამ დადგმით გახსნა მან ავინიონის ფესტივალის 72-ე სეზნი Palais des Papes (პაპების სასახლეში) და იმავე წელს მან შექმნა სატელევიზიო მინი-სერიალი Le Théâââtre.
თომას ჟოლი არის „ქვიარი“, რაც მთელმა საფრნაგეთმა და დარგის პროფესიონალებმა იციან. ოლიმპიური თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიის „ქვიარ“ სამხატვრო ხელმძღვანელმა თქვა კიდევაც, რომ მას სურდა, რომ „ყველამ თავი წარმოჩინებულად იგრძნოს“," - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი” გენერალური მენეჯერი, სოფო თორთლაძე.


არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.