სოფელ მარადისში დასახლების საერთო კრება გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით სოფელ მარადისში დასახლების საერთო კრება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთო კრებაზე განსახილველი საკითხები იყო: ნარჩენების მართვა, გამწვანება და სოფლის მოსახლეობისთვის სხვა პრიორიტეტული საკითხი.
„მოსახლეობამ კენჭისყრის საფუძველზე, არსებული მიმართულებებიდან მათთვის პრიორიტეტული სამი საკითხი აირჩია: მინი კომბინირებული სტადიონის მოწყობა; სოფლის ქარსაცავი ზოლის მოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება; სოფლის ეკო-კლუბის ტექნიკური აღჭურვა და მოსახლეობაში გარემოს დაცვითი მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.
საერთო კრებას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე, ზურაბ ფანგანი, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ კრების დასრულების შემდეგ გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ