არქივი24 იანვარი, 2026, 11:46
სოფელ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის კედელი ჩამოინგრა და მანქანა მოიყოლა

სოფელ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის კედელი ჩამოინგრა და მანქანა მოიყოლა – ამ წუთებში აღმაშენებლის 2ა-ში სამაშველოს, საპატრულოს და გამგეობის წარმომადგენლები არიან მისულები.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, კორპუსი ავარიულია და შენობიდან ნალესი მასლები ცვივა.
მათი თქმით, მერიას კორპუსის ავარიულობის შესახებ დიდი ხნის წინ მიმართეს, თუმცა ამ დრომდე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.